აგვისტოს ომის დროს გადამწვარი სახლები ზარდიაანთკარში | მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი სახელები ზარდიაანთკარში ამ დრომდე არ არის რეაბილიტირებული.  პრობლემა წლებია მედიით შუქდება თუმცა, ხელისუფლება ამ დრომდე გამყოფ ხაზთან მცხოვრებლების მიმართ, ყურადღებას ისევ არ იჩენს.

დღეს ოკუპირებული ცხინვალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე სხვადასხვა სიუჟეტებში გაშუქებული ომის დროს გადამწვარი სახლების ფოტოები აჩვენეს. 

ამ წუთებში, ზარდიაანთკარში სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იმყოფებიან. ისინი გადაინაცვლებენ ადგილობრივების გადამწვარ სახლებში და საკუთარი თვალით ნახავენ რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები. 

"ომიდან 14 წლის შემდეგ ვცხოვრობთ ისევ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ვცხოვრობდით, ველოდებით, რომ რეაბილიტაცია მოხდეს, დაპირებაა, რომ აღდგება 28 სახლი, მაგრამ ჯერჯერობით არა",- ამბობენ ადგილობრივები. 

ზარდიაანთკარის ერთ-ერთი მცხოვრებელი აღნიშნავს: "ბანკიდან ფული გამოვიტანეთ და ვეკეთებთ, აბა რამდენი ხანი ვიცადოთ, 14 წელი გავიდა. სახლში ვერ შევდიოდით მარტო ჩანდა ცემენტიანი ადგილი. დანარჩენი სულ ჭინჭრითა და ბალახით იყო სავსე". 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება, სამწუხაროდ, არაფერს აკეთებს, რომ საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მცხოვრებლებს ცხოვრების ღირსეული პირობები შეუქმნან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი