"ერთი სიტყვის" კამპანია Twitter-ზე |  ვინ რა დაწერა? 

გამოქვეყნდა:

Twitter-ზე მიმდინარე "ერთი სიტყვის" კამპანიაში პოლიტიკოსები, ორგანიზაციები და გლობალური კომპანიები  ჩაერთნენ. კამპანიის დაწყების გარემოებები დაზუსტებით ცნობილი არ არის, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის  აშშ-ის რკინიგზის კომპანიამ, Amtrak-მა დაიწყო,როდესაც საკუთარი თავის აღსაწერად  2 სექტემბერს დაწერა ერთი სიტყვა, "მატარებლები". 

მალე ბევრმა სხვა ორგანიზაციამ თუ ოფიციალურმა პირმა გამოაქვეყნა ანალოგიური ფორმის პოსტი.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კამპანიას გამოეხმაურა სიტყვით "თავისუფლება", გამოცემა Washington Post - სიტყვებით "ახალი ამბები ["news"], NASA-მ - "სამყარო", კომპანია Starbucks-მა კი - "ყავა". ონლაინ-კამპანია, სავარაუდოდ, კვლავ გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი