წალენჯიხის მერის აუდიტის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა. საქმე ეხება სოფელ ნაკიფუში ჭაბურღილებს, რომელზეც მერიამ ასიათასობით ლარი დახარჯა, თუმცა სისტემა არ მუშაობს, ძლიერი სიცხეების ფონზე კი მოსახლეობის წყალმომარაგება ვერ ხერხდება.
მერიამ ჭაბურღილები 2015 წელს ჩაიბარა. უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების მირება-ჩაბარების აქტს კი ხელი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მოაწერა, აუდიტის სამსახურის უფროსმა კი რომელსაც ხარვეზების აღმოჩენა და მიზნობრივი ხარჯვის შესწავლა ევალებოდა, დასკვნის დადებამდე თანამდებობა დატოვა. დღეს კი, წალენჯიხის ოპოზიციონერი მერის განმარტებით, მან, სავარაუდოდ, თავი აარიდა მსგავსი დასკვნის დადებას და წასვლა არჩია.
როგორც წალენჯიხის მერი და ადგილობრივები აცხადებენ, ჭაბურღილებს ჩაბარების დღიდან არ უმუშავია.წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა აცხადებს, რომ საქმე სავარაუდო კორუფციას ეხება და შესაბამის უწყებებს გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, რომელსაც ოპოზიციონერი მერი ჰყავს და საკრებულოს უმრავლესობასაც ოპოზიცია წარმოადგენს.
ავტორი: ემა გოგოხია