ქორეოგრაფი თენგიზ გაჩეჩილაძე გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ქორეოგრაფი, სტუდია "თელას" დამფუძნებელი და საქართველოში სპორტ-ცეკვების დამაარსებელი, თენგიზ გაჩეჩილაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სტუდია "თელა" ავრცელებს. 

"სტუდია "თელა" დიდი გულისტკივილით გატყობინებთ, რომ გარდაიცვალა სტუდიის დამფუძნებელი და საქართველოში სპორტ-ცეკვების დამაარსებელი,

პროფესორი ბ. თენგიზ გაჩეჩილაძე. საქართველოს სპორტ-ცეკვების დამსახურებული და სახელოვანი პირველი პრეზიდენტი

ჩვენი უსაყვარლესი პედაგოგი"- ნათქვამია განცხადებაში. 

თენგიზ გაჩეჩილაძეს სამშაბათს დაკრძალავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი