სწავლა იწყება, თუმცა რაიონებში მცხოვრები სტუდენტები თბილისში სახლის დაქირავებას ვერ ახერხებენ. რუსების უკონტროლო შემოსვლამ საქართველოში ბინებზე ფასის ზრდა გამოიწვია, სტუნდეტებს კი მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარების ფონზე დიდი თანხის გადახდის საშუალება არ აქვთ.
"ალბათ არ ვარ გამონაკლისი, რომელიც ეძებს ბინას და ამ ფინანსური მდგომარეობის გამო, ვერ შეძლოს სწავლა. ვეძებ დაახლოებით, 400 ლარის ფარგლებში, თან ვეძებ ტერიტორიაზე, სადაც ბინები უფრო მრავლადაა გასაქირავებელი, დიღმის ტერიტორიაზე, მაგრამ ძალიან ჭირს. თუკი ნბინას ვერ ვიპოვი, სერიოზულად შემიშლის ხელს",- ამბობს სტუდენტი გიორგი მორჩილაძე.
სტუდენტები ამბობენ, რომ თუ რამდენიმე წლის წინ ქირა 300 ლარი ღირდა, ახლა ეს ფასი 800 ლარამდე გაიზარდა. რამდენიმე დღეში სასწავლო პროცესი იწყება, მაგრამ ისინი თანხის გადახდას ვერ ახერხებენ. სტუდენტები კარდაკარ ეძებენ ბინას, რომელში ცხობვრებასაც მათთვის მისაღები თანხით შეძლებენ. ახალგაზრდები ამბობენ, რომ მინიმუმი, რა თანხაც ბინის დასაქირავებლად სჭირდებათ, 600 ლარია.
"რაც ჩავაბარე იმ დღიდან ვაკვირდები და 1 000 ლარზე ნაკლებად არ მინახავს.კომფორტს არ უქმნიან სტუდენტებს, რომ თავი მოაბან ამ სიტუაციას",- ამბობს სტუდენტი, გიორგი კავარაცხელია.
იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება სტუდენტებს არ დაეხმარება, ათსობით სტუდენტს სტატუსის შეჩერება და სწავლის გაურკვეველი დრით გადადება მოუწევს.