"ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება" - ვითარება სოფელ შილდას ტყეში

გამოქვეყნდა:

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას ტყეში ხანძრის ქრობის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის რეზერვი, 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სატყეო სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივი ძალები. ხანძრის ქრობის პროცესში, ასევე, ჩართულია სამი ვერტმფრენი. 

ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი. მისი თქმით, ამ დროისთვის, ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

"აქტიურად მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები სოფელ შილდს მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით. ჩართულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი და ამდენივე რაოდენობა თავდაცვის სამინსიტროს გვარდიის დანაყოფი. დამატებით მუშაობს სამი ერთეული ვერტმფრენი და მიმდინარეობს ადგილობრივი სამუშაოები. ასევე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გზების გაყვანა ტყის მასივში, რომ მოხდეს სახანძრო ავტოტექნიკის შეყვანა. ამ დროისთვის, გავრცელების საფრთხე მოხსნილია, პირველ რიგში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება", - თქვა თემურ მღებრიშვილმა.

შილდაში ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე ფოთლებს გაუჩნდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი