პოლონეთის საელჩოს ორგანიზებით, დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში "ეროვნული კითხვის დღე" აღინიშნა.
ყოველწლიური ღონისძიება მიზნად პოლონური ლიტერატურის პოპულარიზაციას ისახავს. წლევანდელი ღონისძიება ცნობილ პოლონელ პოეტსა და საზოგადო მოღვაწე - ადამ მიცკევიჩს მიეძღვნა.
"ეროვნული კითხვის დღე" პოლონეთის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ინიციატივით 10 წელია აღინიშნება.