მთავრობა რამდენჯერ დაგვპირდა, მაგრამ არაფერი გაკეთდა, მასხრად გვიგდებენ | ზარდიაანთკარში ომის დროს დამწვარი სახლების რეაბილიტაციას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განადგურებული სახლები შიდა ქარლში - ზარდიაანთკარში საცხოვრებლებს რუსული აგრესიის კვალი ამ დრომდე ეტყობა რადგან, ხელისუფლებამ პრობლემის მოგვარება ომიდან 14 წლისთავზეც ვერ შეძლო.  

ზარდიაანთკარში მოსახლეობა 2013 წელს დაბრუნდა, რადგან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სოფელი ოკუპანტებს ჰქონდათ ოკუპირებული. წლებია ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და სახლების რეაბილიტაციას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. 

"აქ სროლები იყო, სახლები იწვოდა. სამჯერ, ოთხჯერ სცადეს ჩვენი ბინის დაწვა. გამოსაცვლელია კოჭები, ფიცარი, რამდენჯერ მოვიდა მთავრობა, დაგვპირდა, მაგრამ არაფერი გაკეთდა. მოდიან, მიდიან, უკვე ისე ვარ, რომ აღარავინ შემოვუშვა, მასხრად გვიგდებენ. ჩვენც თუ წავედით აქედან, იცით სადამდე ჩავლენ, მემგონი მერეთიც აღარ დარჩება. ჩვენ ვართ მეციხოვნეები რასაც ჰქვია, გმირები ვართ, რომ აქ ვცხოვრობთ",-ამბობს ზარდიაანთკარის მცხოვრები ზოია გაბლიშვილი. 

ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება მათ დაეხმარებათ და გადამწვარ სახლებში ცხოვრება აღარ მოუწევთ. 

"აქ მქონდა სამზარეულო, დაიწვა, განადგურდა ოტახები, დანგრეულია აივანი. დაზიანებულია 3 ოთხახი მაღლა და 3 დაბლა. 14 წელი გავიდა, წვიმამ, ქარმა,ყინვამ გამოიყვანა მდგომარეობიდან, რაც გადარჩენილი იყო და განადგურდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში გვიწევს ცხოვრება",- ამბობს ზარდიაანთკარის მცხოვრები ციცინო ელიკაშვილი. 

გადამწვარი სახლები წლებია ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია, სოფელში დღეს მედიანამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელსაც პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ სოფელში დღეს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი გამოჩენილა. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებას სწორედ ამ სოფლის საჭირობების მოგვარება უნდა დაეწყო. მათი თქმით: "2012 წლის მერე აქ ხელუხლებელია ყველაფერი, როგორც ჩანს რუსების სამახსოვროდ ინახავენ მათ მიერ დამწვარ სახლ-კარს"

აღსანიშნავია, რომ გამოფენასთან დაკავშირებით, იფორრმაციის გავრცელების შემდეგ, მხოლოდ გუშინ გამოჩნდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ჩავიდა ზადიაანთკარში და სახლების რეაბილიტაციის ჩატარებაზე დაპირება გასცა. საუბარია 28 სახლზე. თუმცა როდის განხორციელდება პროექტი უცნობია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი