უბედური შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტში – შუახნის კაცი საკუთარმა ტრაილერმა იმსხვერპლა- ინფორმაციას mozaikanews ავრცელებს.
ადგილობრივების ცნობით, მძღოლს ტრაილერი დაუგორდა და გადაუარა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.