ამ წუთებში ნაფეტვრებში ხანძარია - ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ცეცხლი, სავარაუდოდ, ტყეს უკიდია. რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი და რა არის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
სარედაქციო ჩასწორება: მოგვიანებით, 18:20 საათზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და შესაბამისად, აღარ არსებობს გავრცელების საფრთხე. ცეცხლი კი ბალახს, ბუჩქებსა და ხეებს უკიდია.