სოფელ შილდაში ისევ ხანძარია. ამ დრომდე ვერ ხერხდება ცეცხლის ლოკალიზება, თუმცა დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მეხანძრე-მაშველების გარდა ადგილზე ეროვნული გვარია და ავიაციაც მუშაობს.
რთული რელიეფის გამო ცეცხლის ყველა კერასთან ცოცხალი ძალა ვერ მიდის.
"კვლავ აქტიურად გრძელდება ცეცხლის ქრობის სამუშაოები. აქტიურად ჩართულია როგორც თავდაცვის ძალები, ასევე ვერტმფრენი. ასევე ცოცხალი ძალა აქტიურად შრომობს და ცდილობს ცეცხლის ლოკალიზება-ლიკვიდაციას. ამ ეტაპისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მიმდინარეობს სამუშაები და იმედს ვიქონიებთ, რომ დღის განმავლობაში უკვე ღია კერები ჩაქრება", - თქვა ყვარლის მერმა გივი ზაუტაშვილმა.
შილდაში ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე ფოთლებს გაუჩნდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ია გულიაშვილი