სწავლა იწყება, მაგრამ არა ყველა სტუდენტისთვის. რაიონებში მცხოვრები ახალგაზრდების დიდ ნაწილს შესაძლოა სტატუსის შეჩერება და სწავლის გაურკვეველი დროით გადადება მოუწიოთ. მიზეზი თბილისში ბინის ქირის ფასის რეკორდული ზრდაა.
რუსების უკონტროლო შემოსვლამ საქართველოში საცხოვრებლის ქირაობა გააორმაგა. მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კი სტუდენტებს ბინაში მაღალი ფასის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ. ხელისუფლება მათ არაფერით ეხმარება, ამიტომ ბევრი მათგანი უნივერსიტეტში ფიზიკურად ვერ ივლის.