ხელისუფლებისგან მიტოვებული საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ხალხი. სოფელი ზარდიაანთკარი, რომელიც 2013 წლამდე რუსების მიერ იყო ოკუპირებული, ახლაც ისე გამოიყურება, როგორც ომის დროს. დამწვარი სახლები, განადგურებული და დანგრეული ინფრასტრუქტურა.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები იქ მხოლოდ არჩევნების წინ ან ახალ წელს ჩადიან. მოსახლეობას პირდებიან, რომ ყველაფერს აღადგენენ და ნაომარ სოფელს სიცოცხლეს დაუბრუნებენ, მაგრამ პირობა მხოლოდ პირობად რჩება. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა, ზარდიაანთკარში კი არაფერი შეცვლილა.
ავტორები: გიორგი ახალკაცი, ნინი ჟიჟიაშვილი