ეროვნული გვარდია და რეზერვისტები ყვარელში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ - თავდაცვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია და რეზერვისტები ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ.

"ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ტერიტორიული რეზერვის 201-ე და 202-ე ბატალიონის ასეულები სოფელ შილდის მიმდებარედ ტყის მასივის ხანძრის ქრობის სამუშაოებს განაგრძობენ. სამხედრო მოსამსახურეები და რეზერვისტები სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებთან აქტიურ კოორდინაციაში ახორციელებენ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე.
რეზერვისტებსა და პირად შემადგენლობას გავლილი აქვს კრიზისებზე რეაგირების სპეციალური მოსამზადებელი კურსი და აღჭურვილია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ინვენტარით." აცხადებს თავდაცვა.

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, ხანძრის ქრობაში თავდაცვის ძალები პრემიერის ბრძანების საფუძველზე ჩაერთო.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი