რუსული ლოცვა სვეტიცხოველში - საპატრიარქო პრობლემას ვერ ხედავს და "ტურისტების პატივისცემაზე" საუბრობს

გამოქვეყნდა:

რუსული ლოცვა სვეტიცხოველში - რამდენიმე საათის განმავლობაში  მცხეთაში,  ისტორიულ ტაძარში ლიტურგია ოკუპანტის  ენაზე მიმდინარეობდა, თუმცა ამაში საპატრიარქო პრობლემას ვერ ხედავს. სასულიერო პირები ამბობენ ,რომ  მათ ამ ჟესტით   ტურისტებს სცეს პატივი.   სვეტიცხოველში რუსი და ბელარუსი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, მათ ქართული არ ესმოდათ ამიტომ ილოცეს რუსულად.  საქართველოს საპატრიარქოში "მთავარი არხის" კითხვებს მეორე დღეა  არ პასუხობენ. პრესსამსახურის  უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ  კი სოციალური ქსელში სტატუსი დაწერა  და  ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში "მთავარი არხი" დაადანაშაულა.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი