არსებული ინფორმაციით, თბილისში ხანძრის 5 კერაა - წყნეთი, ბაგები, წავკისი, ნაფეტვრები და კაკლების დასახლება - ის ადგილებია, სადაც მეხანძრე-მაშველებს ძლიერ ცეცხლთან გამკლავება უწევთ. სიტუაციას ართულებს ქარიც, რაც ხანძრის სწრაფად გავრცელებას უწყობს ხელს. არსებული ინფორმაციით, ყველა ლოკაციაზე ხანძარი დასახლებულ პუნქტებთან ახლოსაა.