წავკისში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში გდდ-ს თანამშრომლები ერთვებიან

გამოქვეყნდა:

წავკისში, ხანძრის ქრობის პროცესში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ათობით თანამშრომელი ერთვება. ადგილზე ვითარება რთულია, რის გამოც საჭირო გახდა, დამატებითი ძალების გაგზავნა. ცეცხლი 2 საათზე მეტია ხეებს უკიდია. სოფელ წავკისის მცხოვრებლები შიშობენ, რომ შესაძლოა ხანძარი დასახლებულ პუნქტებზეც გადავიდეს. ქარისა და რთული რელიეფის გამო,  სალოკალიზაციო სამუშაოები გართულებულია. ხანძრის ქრობის პროცესში ვერ ერთვება ვერც ვერტმფრენი.

ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია წყნეთში, კაკლების დასახლების ტერიტორიაზე. ხოლო ნაფეტვრებში ლოკალიზებულია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი