წავკისში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ადგილზე კვლავ რჩებიან მეხანძრე-მაშველები, რადგან ქარის გამო, ცეცხლის ახალი კერების გაჩენის საშიშროება კვლავ არსებობს.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყვნენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე განსაკუთრებული დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივები.
ხანძრის შედეგად განადგურებულია ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები. ცეცხლი ადგილზე გუშინ, 4 სექტემბერს საღამოს გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზე გავრცელდა ხანძარი, ასევე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.