ლატვია ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ლატვია აპირებს, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია ჩამოაშოროს რუსეთის ეკლესიას - ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. 

ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსმა, გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და პარლამენტს მიმართა კანონპროექტით, ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ, რომელიც გულისხმობს კავშირის გაწყვეტას მოსკოვის საპატრიარქოსთან.

„კანონში შეტანილი ცვლილებებით, ლატვიის სახელმწიფო აღიარებს, რომ ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესია არის სრულიად დამოუკიდებელი (ავტოკეფალური) ეკლესია...როდესაც კანონი ამოქმედდება, მოსკოვის პატრიარქის ნებისმიერი გავლენა ან ძალაუფლება ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე აღმოიფხვრება",- თქვა ლევიტსმა. 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესია ამჟამად ოფიციალურად ლოიალურია მოსკოვის პატრიარქის კირილის მიმართ, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ეთანხმება უკრაინაში შეჭრას და აკურთხებს იქ საომრად მიმავალ ჯარისკაცებს.

ცნობისთვის, ლატვიაში დაახლოებით 350 000 მართლმადიდებელია, ძირითადად რუსულენოვანი. ტაძარს ადგილობრივი პატრიარქი ალექსანდრე წინამძღვრობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი