ეპისკოპოს ზენონის მკაცრი განაჩენი სამ სასულიერო პირს. ლონდონში ქართული ტაძრის სასულიერო პირებს ზენონ იარაჯულმა მკაცრი საეკლესიო სასჯელი დაადო და მღვდელმსახურება შეუჩერა.
სინოდის წევრის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ლონდონის ეპარქიაში არსებული დარღვევები გახდა. მთავარეპისკოპოს ზენონის გადაწყვეტილერბას ადგილობრივი მრევლის პროტესტი მოჰყვა. ამბობენ, რომ არ დაუშვებენ არქიმანდრიტ დოროთის მღვდელმსახურება შეუწყდეს.
თავად არქიმანდრიტი კი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. მისივე თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე დეტალი გასარკვევი აქვს, რის შემდეგაც განცხადებას გააკეთებს.