
ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ტერიტორიაზე მოლაშქრეებმა რუსი ჯარისკაცები დააფიქსირეს.
ამის შესახებ ინფორმაციას მოლაშქრეთა კლუბი "რონინი" ავრცელებს. მათი განცხადებით, კვირას, 4 სექტემბერს, ლომისას ეკლესიის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები შენიშნეს, რომლებიც ადგილზე ფოტოებს იღებდნენ.
წმინდა გიორგის ეკლესია საოკუპაციო ხაზთან ახლოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სსამსახურს ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.