
"მთავარი არხი" ოთხი წლისაა. ზუსტად 4 წლის წინ, 2019 წლის 9 სექტემბერს, ზუსტად 9 საათზე, ეთერში პირველი "მთავარი" საინფორმაციო გამოშვება გავიდა. მას შემდეგ, არხმა დაუჯერებლად მცირე დროში ყველა რეკორდი მოხსნა. ეს არის არხი, სადაც ფრაზა - "მთავარი ხართ თქვენ" - უკვე 4 წელია ყველაზე ხშირად გესმით.
19 დღეში შექმნილი ტელევიზიამ არაერთ ზეწოლასა და განსაცდელს გაუძლო: დააპატიმრეს ჩვენი არხის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. იყო და დღემდე არ დასრულებულა ფინანსური კრიზისი.
"მთავარი არხი" მწირი ფინანსებით, თუმცა დიდი ენთუზიაზმითა და რეალისტური ამბიციებით, მოძველებული ტექნიკით, რომელსაც პირდაპირ ეთერშიც არაერთი უხერხულობა შეუქმნია, მაგრამ პროფესიონალებისა და ერთგული ადამიანების გუნდით, პირველივე დღიდან ყველაზე მთავარისთვის - მაყურებლისთვის მუშაობს, სწორედ ამიტომ ხართ მთავარი თქვენ!
ამას ემატება ყოველდღიური სამუშაო წნეხი, სირთულეები სამთავრობო რესპონდენტებთან, მაგრამ არაფერი გვაფერხებს და გვაყოვნებს, რომ მოვიტანოთ თქვენამდე ამბები, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენთვის, რადგან მთავარი ხართ თქვენ!
პირველი ეთერი:
გიორგი გაბუნიას მიერ შექმნილი, "მთავარი არხის" ლოგო:
