მზად ვართ ამ ქალაქს ვემსახუროთ იმისთვის, რომ ქვეყანას მეტი ხვიჩა კვარაცხელია გავუზარდოთ - კალაძე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ მზად ვართ, გემსახუროთ. მზად ვართ, ამ ქალაქს ვემსახუროთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავალამაზოთ, კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ, კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართული იყოს და რაც შეიძლება მეტი სკვერი და რეკრეაციული სივრცე გვქონდეს. აგრეთვე, გვქონდეს კიდევ უფრო მეტი სპორტული მოედნები იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას მეტი ხვიჩა კვარაცხელია გავუზარდოთ, მეტი წარმატებული ადამიანი გავუზარდოთ. მეგობრებო, ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება"

თქვა კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი