5 ივლისის საქმეზე დაკავებული ზაზა მჭედლიძე თავისუფალია. ის დღეს გორში გამოჩნდა და კრიტიკული მედიის ჟურნალისტებზე კვლავ თავდასხმა სცადა.
რადიკალი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა "მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფების მიმართ.
მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა "მთავარი არხის" და "ფორმულას" კორესპონდენტებს, ხოლო "ტვ პირველის" რეპორტიორს, პირდაპირი ჩართვის დროს, მიკროფონი დაუზიანა.
"შეხედეთ, რას გავს. მე არ მიცნობ? კარგად შემომხედე", - მიმართავდა ზაზა მჭედლიძე "მთავარის" კორესპონდენტ გიორგი ახალკაცს.