"რუსეთს ჩვენი საჰაერო სივრცე დიდად არ სჭირდება ასეთი საქმისთვის, ეს ერთი. მეორე - ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა კომენტარი და დამატებითი განმარტებებიც თუ იქნება საჭირო ამას გააკეთებენ. ეს არის არსებითად ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა და ისინი განმარტავენ ყველაფერს"
ამბობს ირაკლი კობახიძე, ირანული ავიაკომპანიის თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ტვირთი საქართველოს გავლით რუსეთში ჩაიტანა.