"ისინი ყოველდღიურად საუბრობენ რადიკალიზმზე, პოლარიზაციაზე. მიჰყავთ აქეთკენ საქმე კიდევ უფრო მეტად და ისინი კიდევ უფრო აჩვენებენ ყველა მხრიდან, რომ აქვთ დესტრუქციული როლი, მათ შორის იმ კუთხით, რასაც ჰქვია 12 პუნქტის შეფასება, მთავარია საზოგადოებამ შეაფასოს ეს. არავითარი არეულობის რესურსი მათ არ აქვთ და მთავარი რაც არის, საზოგადოების მხარდაჭერა არის მათ მიმართ ნულოვანი. ეს რის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალიან მცირე მხარდაჭერა და ნულოვანი რესურსი, რომ რაიმე არეულობა მოაწყოს ქვეყანაში და ქვეყანა ჩართოს ომში. იგივე ეხება არჩევნებსაც. არჩევნებსაც სჭირდება იგივე, რაც სჭირდება ქუჩას. ეს არის ხალხის მხარდაჭერა. არც იქ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, არც იქ და შესაბამისად ვერც არჩევნებს იგებენ და ვერც რევოლუციას აწყობენ. ეს არის დღევანდელი რეალობა და ხვალაც ასე იქნება".
- ამბობს ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე საუბრისას.