"მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დამაზიანებელი იდეოლოგიას, ემსახურებოდნენ საზოგადოების სიცრუეში შეყვანას" | ლილუაშვილი მედიაზე

გამოქვეყნდა:

"მიზანმიმართულად ეწეოდნენ დამაზიანებელი იდეოლოგიის გავრცელებას, ემსახურებოდნენ საზოგადოების სიცრუეში შეყვანას" - ამის შესახებ პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი მედიაზე საუბრობს.

საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის ნატოს სტანდარტებთან მიახლოების პროცესის მიმართ. ასევე ზოგადად თავდაცვის სფეროში მიმდინარე აქტივობების, არსებული ვითარების და სამომავლო გეგმების მიმართულებით.

საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური იმიჯის შელახვა სტრატეგიულ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობების დაზიანება, საზოგადოებრივ წესრიგში არეულობის შეტანა, შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევა და მუდმივი დაძაბულების ხელშეწყობა საქართველოს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებით დაინტერესებული ძალების ძირითად მიზნებს წარმოადგენდა. მათი ქმედებები და დესტაბილიზაციის მცდელობები ასევე მიმართული იყო სახელმწიფო მმართველობის ფორმების ხელწყოფისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების შეფერხებისაკებ. 

მათი ქმედებების შედეგად გამოიკვეთა დესტრუქციულ გარეფაქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენციაც. აღნიშნული სუბიექტების მხრიდან სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით მათ შორის სოციალური ქსელების ვებგვერდების, ინტერნეტ ტელევიზიების, ტელემაუწყებლობის მეშვეობით აქტიურად მიმდინარეობდა დეზინფორმაციული პოლიტიკის წარმართვა. 

ისინი ბოროტად იყენებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მიზანმიმართულად ეწეოდნენ დამაზიანებელი იდეოლოგიის გავრცელებას, ემსახურებოდნენ საზოგადოების სიცრუეში შეყვანას, სახელმწიფო თუ სხვა ინსტიტუციებზე თავდასხმებს, რითიც შეგნებულად ცდილობდნენ ქვეყნის მშვიდ ცხოვრებაში არეულობის და დისონანსის შეტანას, - თქვა ლილუაშვილმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი