10 ათასობით გაშვილებული ჩვილი საქართველოში - საუკუნის საქმეს კრიმინალური პოლიცია რამდენიმე დღეა იძიებს. მათ უნდა დაადგინონ, სად წაიყვანეს უამრავი ბავშვი, რომელიც სამშობიაროებში გარდაცვლილებად გამოაცხადეს, მშობლებს კი უთხრეს რომ ჩვილები კლინიკების სასაფლაოებზე დაკრძალეს.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, დანაშაულებრივ სქემაში, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა სამშობიარო და იქ დასაქმებული მედპერსონალი იყო ჩართული. ჩვილების სავარაუდო უკანონოდ გაყიდვისა და გაშვილების ფაქტებზე, დოკუმენტაცია კრიმინალურ პოლიციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძებ“ დამფუძნებელმა, თამუნა მუსერიძემ გადასცა.
სავარაუდო სქემა ასე მუშაობდა: დედას ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილი გარდაიცვალა და სამშობიაროს სასაფლაოზე დაკრძალეს. შემდეგ ჯანმრთელ ჩვილს აშვილებდნენ, დოკუმენტებში კი არც ქალის მშობიარობა, არც ბავშვის დაბადება და არც გარდაცვალება არ ფიქსირდებოდა.