ხელისუფლება, რომელიც განათლების სისტემაზე, მის ხარისხსა და გამართულ მუშაობაზეა პასუხისმგებელი, მისივე შვილების ზოგად განათლებას საჯარო სკოლებს არ ანდობს. ეს ყველაზე მძიმე სიგნალია. პრემიერმინისტრის შვილები კერძო სკოლაში სწავლობენ, იგივეა პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა თუ პარტიის გენერალური მდივნის კახა კალაძის შემთხვევაში. აქ კიდევ ერთი საყურადღებო დეტალია: ზოგიერთი კერძო სკოლის გადასახადი, მათ სახელფასო შემოსავალს ბევრად აღემატება.