გელათის უნიკალური მხატვრობა განადგურებულია. იმას, რაც უკვე დაზიანდა, აღარაფერი ეშველება. არადა ჩვენ ვსაუბრობთ ძეგლზე და მხატვრობაზე, რომელიც მსოფლიოს და არამხოლოდ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობადაა შეფასებული, ფასდაუდებელ მემკვიდრეობად.
მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა იმის გააზრება, რომ ეს წარმოუდგენელი კატასტროფა ჩვენს თვალწინ გრძელდება და შეუქცევად ხასიათს იღებს. დავით აღმაშენებლის ეპოქაში აგებულ ტაძარს ამჯერად მესამე დროებითი გადახურვა გადაფაარეს. ფენა-ფენად დადებულმა თუნუქის სარკოფაგმა კი პრობლემა მოგვარების ნაცვლად კიდევ უფრო გაამწვავა და სავარუდოდ ტენიანობაც აწია.
კომპლექსში კვლავაც არავის უშვებენ, და შესაბამისად დანაკლისის ზუსტი შეფასება ნამდვილად არაა ადვილი. მაგრამ სპატრიარქოს დაკვეთით ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ, როგორც ჩანს, დაადასტურა სპეციალისტების ყველაზე მძიმე მოლოდინები, და ხელისფლების ინტერესით, ეს დოკუმენტი გაასაიდუმლოეს.
არადა, გელათის კატასტროფა, მრავალსაუკუნოვანი ფრესკების განადგურება სწორედ იმ ხელისუფლების სინდისზეა, რომელიც ასე უხვად აფრქვევს ხოლმე ფსევდოპატრიოტული რიტორიკას, და ასე დაუზარებლად ეწევა რელიგიური და ისტორიული სენტიმენტებით მანიპულაციას.