უბედური შემთხვევა თბილისში. ოქროს უბანში, გოგოლის ქუჩაზე ძველი საცხოვრებელი სახლი დაინგრა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიული შენობის ნგრევის შედეგად არიან დაშავებულები.
ჩამონგრევის დროს ადგილზე იმყოფებოდა ასაკოვანი ქალი, თუმცა, მან ტერიტორიიდან თავის გარიდება შეძლო.
ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და საპატრულო პოლიცია.