"აღარც ფრენები იყო, უფუნქციოდ ვიყავით" - საჰაერო ძალების პილოტები ქვეყანას ტოვებენ

გამოქვეყნდა:

ქვეყანას ქართველი სამხედროები ტოვებენ. ემიგრაციაში მიდის ასობით სამხედრო მოსამსახურე. "აი ფაქტის" ინფორმაციით, განსაკუთრებული პრობლემებია ავიაციაში. 

ირკვევა, რომ უცხოეთში სამუშაოდ მაძიებელთა შორის  არიან საჰაერო ძალების პილოტებიც, რომლებსაც უმოქმედობის გამო, ლიცენზიები უუქმდებათ.   

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საავიაციო პარკის გაუმართაობის გამო ფრენებს ვერ ახორციელებენ. 
 
“აი, ფაქტის” ხუთი სხვადასხვა წყარო ამბობს, რომ ვერტმფრენებს ფრენა 2014 წლიდან აღარ ჰქონდათ. მფრინავ ეკიპაჟს არ ჰქონდა სავარჯიშო და საწვრთნელი ფრენები. შესაბამისად, საათობრივი ანაზღაურებაც არ ერიცხებოდათ. მათი სერტიფიკატები კი ფრენების არარსებობის გამო ვალიდურობას კარგავდა. ამ ყველაფერმა კი მფრინავებს ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგათ.

“2008 წლის მერე ავიაციაში განვითარება, წინსვლა არ მომხდარა. რაც გვყავდა, იმასაც კი ვერ ვხედავდით ნორმალურად. ჩვენთან, მექანიკოსებთან, ტექნიკოსებთან არ მოდიოდა საჭირო ნაწილები, რაც შეიძლებოდა შეგვეცვალა და დაგვეყენებინა. [ამერიკული შვეულმფრენი] თორმეტი გვყავდა, ზოგი სწავლების პერიოდში კურსანტმა დააზიანა და აიკრძალა ფრენა; ერთს ძრავი გაეთიშა და მაგის გამო გაჩერდა. 2018 წელს მე რომ გამოვედი თავდაცვის ძალებიდან, დავტოვე ორი [შვეულმფრენი], რომელსაც შეეძლო ფრენა,” –  ამბობს თვითმფრინავების ტექნიკოსი გიორგი ყოჩაშვილი.

"აღარც ფრენები იყო, აღარც ტექნიკური მომსახურება ტარდებოდა. არაფერი მნიშვნელოვანი აღარ ხდებოდა და ნიშნავდა იმას, რომ უბრალოდ რაღაც უმოქმედოდ, უფუნქციოდ ვიყავით. დარწმუნებული ვარ ბევრმა იგრძნო თავი ისე, როგორც მე,” - ამბობს გიორგი მჭედლიშვილი, რომელიც სამხედრო ავიაციაში 13 წელი მსახურობდა. 

ის შვეულმფრენების ბორტ-მექანიკოსი იყო და ეკიპაჟთან ერთად დაფრინავდა. 2018 წლის შემდეგ საქმის მიტოვება მოუწია.

ვრცლად.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი