ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში - სადახლოს მიმართულებით მოძრავ მსუბუქ ავტომობილს პოლიციის კუთვნილი, "შკოდას" მარკის მანქანა დაეჯახა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა სომხეთის საზღვართან ახლოს მოხდა.
მათივე ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა სამი პირი.
ადგილზე პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.