დაპირისპირება ბრიტანეთის ქართულ მრევლში | პროტესტი ეკლესიაში და ქართველების მიმართვა საპატრიარქოს

გამოქვეყნდა:

ტაძარში წირვა, ტაძრის ეზოში პროტესტი - ამ რეალობაში მოუწია საკვირაო მღვდელმსახურების ჩატარება მეუფე ზენონ იარაჯულს ლონდონის ტაძარში. მრევლი წირვაზე დასასწრებად ტაძარში არ შევიდა. სასულიერო პირი სულიერმა შვილებმა ამბიონზე მარტო არქიმადრიტ დოროთეს დასჯის გამო დატოვეს.

ქართული დიასპორა საპატრიარქოს მიმართავს. ითხოვენ ზენონ იარაჯულის ეპარქიიდან ჩამოშორებას, არქიმანდრიტი დოროთესა და ორი სასულიერო პირის სასჯელისგან გათავისუფლებასა და პასუხს ყველა კითხვაზე, მათ შორის სუსის სკანდალურ კრებსებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი