ქართველების პასუხი ოკუპანტებს | მგზავრებმა მიკროავტობუსიდან რუსები გააძევეს [VIDEO]

გამოქვეყნდა:

სიტყვიერი დაპირისპირება იყო რუსეთის მოქალაქეებსა და ქართველებს შორის ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსიში. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

ვიდეოს მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებმა "დიდება რუსეთს" თქვეს, რასაც ქართველების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მგზავრები მათ ეუბნებიან, რომ რუსეთი ოკუპანტია, რასაც მთელი ევროპა აღიარებს. შელაპარაკების შემდეგ ქართველმა მგზავრებმა რუსეთის მოქალაქეებს უთხრეს, რომ სამარშრუტო ტაქსიდან ჩასულიყვნენ.

ვიდეოს "ტელეგრამ" არხებში აზიარებენ უკრაინელებიც.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი