ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მძიმე პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც სასკოლო ასაკის ბავშვები ჰყავთ. ეკონომიკური კრიზისის ფონზე გაღარიბებულ ხალხს, რომლებსაც შვილების გამოკვება უჭირთ, მოზარდები სკოლისთვის უნდა მოამზადონ, თუმცა ამის შესაძლებლობა არ აქვთ.
ახალი სახელმძღვანელოები, რვეულები და აუცილებელი ნივთები რეკორდულად გაზრდილი ფასების ფონზე ბევრისთვის ფუფუნებაა, თუმცა ასევე დიდია იმ მოზარდების რაოდენობა, რომლებიც უსახსრობის გამო განათლების გარეშე რჩებიან.