"გაზპრომის" ავტობუსის მგზავრები ქუთაისის სასტუმროში არ შეუშვეს 

გამოქვეყნდა:

ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების ღამის  გასეირნება - რუს ტურისტებს ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სასტუმროს ადმინისტრაციამ დაწესებულება დაატოვებინა. 

საუბარია ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსულ პირებზე, რომლებიც "გაზპრომის“ ბრენდირებული ავტობუსითა და  გეორგიევსკის ლენტით ქუთაისში გადაადგილდებოდნენ. 

"როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ჯგუფი, რომელიც მობრძანდა ავტობუსით, რომელზეც დასტიკერებული იყო "გაზპრომი" და რამდნეიმე მგზავრს ხელბარგზე გააჩნდა ე.წ. გეორგიევსკის ლენტები, ჩვენმა ადმინიტრაციამ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და სტუმრებს ეთქვა უარი ღამის თევაზე" - ამბობს სასტუმროს მეპატრონე, დავით მანდარია. 

ცნობისთვის, გუშინ ქუთაისის ცენტრში "გაზპრომის“ ბრენდირებული ავტობუსი გეორგიევსკის ლენტით ქუთაისში გამოჩნდა. საოკუპაციო ჯარის სიმბოლიკით გამოფრმებული  ავტობუსი რუს ტურისტებს ემსახურებოდა.

ფაქტს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. მათ გაზპრომის ავტობუსი გააჩერეს და გეორგიევსკოს ლენტის ნაცვლად, ტრანსპორტში საქართველო-უკრაინის დროშა დატოვეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი