ქუთაისში ბანკზე თავდამსხმელი $2 მლნ -ის გარდა, რუსულ დროშას, სპრინტერსა და ანკესს ითხოვს

გამოქვეყნდა:

​ქუთაისში პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, "სპრინტერის" ფირმის მანქანას, 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვს. 

ვიდეო ერთ-ერთმა მძევალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში ისმის მძევლების საუბარი, ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე წამზომია ჩართული.

ქუთაისში რუსთაველის გამზირზე ბაკზე თავდასხმა დღის 11:00 საათზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელს 12 პირი ჰყავს მძევლად აყვანილი. არსებული ინფორმაციით, მძევლებს შორის ორი ბანკის თანამშრომელია, დანარჩენები კი მომხმარებლები.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები გამოძიება დაწყებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი