ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზებაა - ვითარება ბანკთან, სადაც 12 მძევალია

გამოქვეყნდა:

ქუთაისში რუსთაველის გამზირზე სპეცოპერაცია გრძელდება. ადგილზე დამატებით, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებისა და სპეცრაზმის მობილიზებაა.

როგორც მთავარი არხისთვის ხდება ცნობილი, სამართალდამცველები იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტიდან არიან მობილიზებული.

ქუთაისში, ბანკზე თავდასხმა დილით მოხდა. შეიარაღებული პირი ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის შენობაში 12 მძევალი იმყოფება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია თავდამსხმელის მოთხოვნებთან დაკავშირებით, როგორც ცნობილია, ის 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, ანკესსა და რუსულ დროშას ითხოვს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი