"ადამის კბილი" გამქრალია | მნიშვნელოვანი აღმოჩენა მეცნიერებს წულუკიანის უწყების გენინსპექციამ ჩამოართვა

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანი უძველესი ადამიანის კბილს მალავს. ეს არის სკანდალი, რომლის გახმაურებასაც კულტურის სამინისტროც, ეროვნული მუზეუმიც და არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე მეცნიერებიც ერიდებიან. მოვლენები ელვისებური სისწრაფით განვითრდა. არქეოლოგიური არტეფაქტი, რომელიც მეცნიერებმა 2 კვირის წინ აღმოაჩინეს, ახლა უკვე გამქრალია. ადამიანის კბილი, რომლის ასაკიც სავარაუდოდ მილიონ 800 ათასი წელია, მეცნიერებს კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩამოართვეს და მას შემდეგ კვალი იკარგება.

მოვლენები თითქოსდა დაუდევრად ვითარდებოდა მანამდეც, ვიდრე საქმეში უწყება ჩაერეოდა. ცნობილია, რომ უნიკალური კბილი სოფელ ოროზმანში მომუშავე ექსპედიციამ საზოგადოებას 8 სექტემბერს წარუდგინა. 19 სექტემბერს მეცნიერებმა მისი ეროვნულ მუზეუმისთვის გადაცემა სცადეს, მაგრამ დოკუმენტაციის გაფორმება ვერ მოესწრო. ღამით კი კულტურის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ არტეფაქტი თითქოსდა ერთ-ერთი მეცნიერის სახლიდან ამოიღო და ჩვენი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიტანა. თუმცა, სად არის ახლა ისტორიული ზეზვას და მზიას ბიძაშვილის კბილი - გაურკვეველია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი