სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო | ვისთვის იქნება უფასო

გამოქვეყნდა:

21 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინსიტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შემდეგ რისკ ჯგუფებს უფასოდ ჩაუტარდებათ:

  •  დიაბეტის მქონე პირები
  • დიალიზზე მყოფი პირები
  • C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი)
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები
  • ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები
  • ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი
  • ორსულები
  • 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები
  • მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების თანამშრომლები
  • ექიმები
  • ექიმი-რეზიდენტები
  • ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები)
  • საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები
  • ბებიაქალები
  • სტომატოლოგები
  • სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები
  • სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან
  • სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან
  • ფრინველებთან მომუშავე პერსონალი
  • მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები
  • მონადირეები
  • ვეტერინარები
  • ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები
  • ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი
  • საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები
  • სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები
  • საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები
  • სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომაშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი
  • პატიმრობის დაწესებულება
  • თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
  • ბრალდებულთა/მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულება

რისკის ჯგუფის მოქალაქეებმა ვაქცინაციისთვის უნდა მიმართონ სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს. სერვისის მისაღებად, თან უნდა იქონიონ საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი