ვაყა, ხცისი, კრისხევი - ეს ხაშურის მუნიციპალიტეტის იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც გუშინ ძლიერი სეტყვა იყო. სტიქია დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. განადგურდა სასოფლო სავარგულები, ხეხილი, ვაზი.
სოფელ ვაყაში ამბობენ, რომ წელს რთველი აღარ ექნებათ, ასევე, ვერ შეძლებენ სარეალიზაციოდ იმ ვაშლის გატანას, რომლის დაკრეფასაც უახლოეს დღეებში გეგმავდნენ.
"ძალიან საცოდაობაა, აგერ იქით კვირაში უნდა მოგვეკრიფა და რავიცი, რა ვქნათ, ვინ რას გვიშველის", - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
შეიქმნება თუ არა ზარალის დამთვლელი კომისია, ამ კითხვით "მთავარმა არხმა" მერიას მიმართა, ჯერ ამ კითხვაზე ხელისუფლება ვერ გვპასუხობს.