ხაშურის რესურსცენტრის უფროსის, ზვიად გოგუაძე ინფორმაციით, დანაშაული გახსნილია, დამნაშავე კი იდენტიფიცირებული. საუბარია გოგუაძის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მის სახლს ქვები ესროლეს და დაემუქრნენ:
"ხაშურის პოლიციის გამომძიებლები(სურამის და ხაშურის პოლიციის უფროსების ძალიან აქტიური ჩართულობით) დილიდან უმაგრესად მუშაობდნენ.
დანაშაული გაიხსნა!!!!!
დამნაშავემ აღიარა დანაშაული.
უდანაშაულობის პრეზუმფციის ვალდებულება მე არ მაქვს, მაგრამ მაინც არ ვიტყვი ნაძირალას სახელს არის ორი მასწავლებლის ოჯახის წევრი და ერთი მასწავლებლობის მსურველის მამა.(დოქტორები გაზარდა......)
კომისიამ ბუნებისმეტყველებაში სერტიფიცირებული კადრი არ აიყვანა დაწყებითებზე და მე ჩამიმტვრია ფანჯრები და დამიტოვა წერილი:" ეს მხოლოდ დასაწყისია" წერს გოგუაძე ფეისბუქზე.