ჯართის ქურდებთან გარიგებული პოლიციელები ხაშურში | "მთავარმა" სავარაუდო, დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა

გამოქვეყნდა:

ჯართის ქურდებთან გარიგებული პოლიციელები ხაშურში - "მთავარმა" სავარაუდო, დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა. ჩვენი ინფორმაციით, ჩინურ კომპანიაში დასაქმებულ ქართველებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში სამშენებლო მასალებს იპარავდნენ და ჯართში აბარებდნენ, სამართალდამცველები მწვანე შუქს უნთებდნენ, სანაცვლოდ კი ქრთამს იღებდნენ. 

ჯართის ქურდების მფარველი სამართალდამცველები არ დასჯილან. მათ მხოლოდ შსს-ს რიგები დაატოვებინეს. "მთავარი არხის" წყაროს ცნობით, ცოტა ხნის წინ ხაშურის რაიონული სამმართველოს 2 პოლიციელი დაიბარეს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში და პატაკის დაწერა მოსთხოვეს. 

ერთ-ერთი პოლიციელი მალხაზ მანჩხაშვილია, ის ხაშურის პოლიციაში წლების განმავლობაში მუშაობდა. მანჩხაშვილი "მთავარ არხს" უდასტურებს, რომ უწყების რიგებში აღარ ირიცხება თუმცა ბრალდბებს უარყოფს. რა გახდა მიზეზი იმისა, რომ სამართალდამცველი შსს-დან გაუშვეს, ხაშურის რაიონულ სამმართველოში არ საუბრობენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი