რუსების ახალი ნაკადი საქართველოში | ლარსის საზღვარი პარალიზების ზღვარზეა

გამოქვეყნდა:

ათასობით ადამიანი, ასობით მანქანა და კილომეტრებზე გადაჭიმული რიგი - რუსეთ-საქართველოს ლარსის საზღვარი პარალიზების ზღვარზე მუშაობს. საქართველოში შემოსვლას ცდილობენ რუსები, რომლებიც სამშობლოდან გარბიან. ქვეყნის ფაქტობრივად ყველა რეგიონიდან მოქალაქეები, რომლებსაც ომში გაწვევის საფრთხე ემუქრება, რუსეთის დატოვებას და უცხო ქვეყნებში თავშესაფრის მიღებას ცდილობენ. ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილი საქართველოა. ლარსის საბაჟოს გარდა განსაკუთრებულ რეჟიმში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც მუშაობს. 

და ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოსკენ მომავალ გზას ადგას ათასობით რუსი, რომელსაც უკრაინასთან ომში სიკდილი არ უნდა. სოციალური ქსელებში შექმნილია ასობით ჯგუფი, რომლებშიც რუსები ერთმანეთს თბილისამდე მოგზაურობის დაგეგმვაში ეხმარებიან. უფრო მეტიც, საქართველოში გადმოყვანა ზოგისთვის ბიზნესადაც კი იქცა. "ქართული ოცნება" ამ პროცესს მდუმარედ ადევნებს თვალს. ხელისუფლებას არათუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოლიტიკა არ შეუცვლია, იმის გათვლასაც კი არ ცდილობს თუ რა სამართლებრივ რეჟიმში უნდა მოაქციოს რუსეთიდან გამოქცეული ადამიანები.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი