ევროპის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდა | როგორ გადავადგილდეთ 30 სექტემბრამდე

გამოქვეყნდა:

ევროპის მოედნის მიმდებარედ მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და წერს, რომ ამის მიზეზი თბილისობა 2022-ია. მათივე ცნობით, შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს. 

მერია წერს, რომ აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდული იქნება მეტეხის ხიდიდან მეტეხის აღმართის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით კი, მძღოლები მოძრაობას მხოლოდ ერთ ზოლში შეძლებენ. 

ეს ცვლილებები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი