უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მცირეწლოვანი ბავშვი პატიმრობაში მყოფი კაცის ახლობლებთან ჩატოვეს და კანონიერ მეურვეს ვერ გამოუყვანეს.
უფლებადამცველი ყურადღებას სახელმწიფო სტრუქტურების არაკომპეტენტურობაზე ამახვილებს ყურადღებას.
"მოკლედ, მთელი დღე, სრულიად მთელი დღე ტყუილად აყურყუტეს დედა და საფარის თანამშრომლები სახლთან, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი პატიმრობაში მყოფი კაცის ახლობლებთან ჩატოვეს და კანონიერ მეურვეს ვერ გამოუყვანეს ბავშვი ვერც პატრულმა, ვერც სამხარეომ, ვერც ადამიანის უფლებათა დეპარტამენტმა, ვერც სახელმწიფო სოცმუშაკმა, ვერც სოციალურმა სააგენტომ და ვერავინ... ვერავინ!
ბავშვი დატოვეს ვიღაც ხალხთან, ბავშვი არ მისცეს დედას, ანუ კანონიერ მეურვეს სასამართლო გადაწყვეტილებით ხელში მდგარს.
სახელმწიფო კი არა ბოსელია!
არაკომპეტენტური უვიცები ხართ ყველანი! ფეხებზე გკიდიათ ქალებიც და ბავშვებიც! მარტო მოძალადე კაცების ინტერესებს იცავთ! ყველანი გასაყრელები ხართ სამსახურიდან!
ტფუი... შევარცხვინე თქვენი პოლიციელობაც და სოცმუშაკობაც!" - წერს პატარაია.