ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისთან 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა. დაღუპულია კიდევ ერთი ადამიანი- სასულიერო პირი. შემთხვევა სამტრედიის მონაკვეთზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანები შეეჯახა. დაღუპულები მსუბუქი მანქანის მგზავრები არიან. კლინიკაშია გადაყვანილი კიდევ ერთი მოზარდი, რომელიც ასევე მსუბუქ მანქანაში იჯდა და ტრაილერის მძღოლი.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.