ბოლნისში ხვალ საერთაშორისო გამოფენა იხსნება, თუმცა უნიკალური აღმოჩენა, რომლის სანახავადაც უცხოელი მეცნიერები საქართველოში ჩამოვიდნენ, დიდი ალბათბით გამოფენილი არ იქნება.
"ადამის კბილი" კვლავ გაუჩინარებულია. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ უნიკალური აღმოჩენის გარშემო აგორებული სკანდალი კულტურის მინისტრის შურისძიება და იმ კოლეგების დისკრედიტაციის მცდელობა, რომელთა სახელს უკავშირდება მსოფლიოსთვის საინტერესო აღმოჩენა.
ამ მოსაზრებას ამყარებს თავად წულუკიანის პოზიცია და გადაწყვეტილება, რომელმაც დმანისსა და ოროზმანის ექსპედიციების ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი სამსახურიდან გაუშვა.