ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება. წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი მთლიანად ჩავარდა და ერთ დროს სახელგანთქმული კურორტის მცხოვრებლებს იმედიც კი არ აქვთ, რომ მათ ქალაქს წარსული დიდება დაუბრუნდება.
სანატორიუმები, რომლებიც მილიონებად უნდა გაყიდულიყო და ახალი სიცოცხლე დაბრუნებოდა, კვლავ სავალალო მდგომარეობაშია და პარალელურად სულ უფრო მძიმდება ქალაქის ინფრასტრუქტურის მდგომარეობა.
ხელისუფლების უნიათობის მორიგ მტკიცებულებად ანტიკორუფციული მოძრაობა წყალტუბოს პარკს ასახელებს, რომელიც მღრღნელების და ქვეწარმავლების თავშესაფრად იქცა.